რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. მან ამის შესახებ X-ზე დაწერა, სადაც ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის ამავე პლატფორმაზე დაწერილ მილოცვას უპასუხა.
„ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი და ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე იყო“, - წერს ჯო უილსონი.
Ivanishvili’s illegitimate puppet PM is no friend of President @realDonaldTrump. He is a pawn of the CCP and the Iranian regime and will soon find himself on the US sanctions list. The legitimate President of Georgia & friend of the USA @Zourabichvili_S was at the inauguration! pic.twitter.com/kBzmquCcWY
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 20, 2025
ირაკლი კობახიძემ ტრამპს თანამდებობის დაკავება შემდეგი ტექსტით მიულოცავ: “გულწრფელად ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები. პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე!”.
My heartfelt congratulations to President Trump @realDonaldTrump on his second term as President of the USA. His leadership should promote global peace and strengthen 🇬🇪-🇺🇸 relations. Wishing you every success on this pivotal journey.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) January 20, 2025