მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესპუბლიკელი პოლიტიკოსი იმიტომ გაააქტიურეს, რომ შეიქმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე" - კობახიძე უილსონზე

ივანიშვილი კობახიძე

რესპუბლიკელი პოლიტიკოსი იმიტომ გაააქტიურეს, რომ შეიქმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას - რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და ქვეყანაში დემოკრატიული რეჟიმის დიქტატურად გადაქცევის შემთხვევაში, საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტას შეეხებოდა.

კობახიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოს მთავრობას ხელი გაწვდილი აქვს და აშშ-სთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დასაწყებად მზად არის.

„რესპუბლიკელი პოლიტიკოსი იმიტომ გაააქტიურეს, რომ შეიქმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, ჩვენ ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის თვისებრივად სუფთა ფურცლიდან დაწყებას, იმ ურთიერთობების განახლებას და გაჯანსაღებას, რომელიც დღეს არ არის ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“, - აცხადებს კობახიძე.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ის ჯო უილსონის გუშინდელ განცხადებებს დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა.

„ხშირად ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როდესაც ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდი ყურადღებას არ მივაქცევდი. მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი, პირველ რიგში ისწავლა ის, რომ არც ერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც კი ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, რადგან საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე.

როცა ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები