"ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ", - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებას.
„ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ. მეტი სანქცია მოდის.
წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“, - წერს უილსონი X-ზე.
აღნიშნულ საკითზე განცხადება გაავრცელა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემაც. იგი გერმანიის გადაწყვეტილებას მიესალმა და თქვა, რომ "ვინაიდან ევროკავშირის დონეზე სანქციებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს".
გერმანიამ ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა