მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო უილსონი: "უნდა დაიწყოს სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შს მინისტრის წინააღმდეგ.."

ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს კახა კალაძის და ვახტანგ გომელაურის სანქციებისკენ მოუწოდებს. როგორც ის აცხადებს, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი არ გადადგამს ამ ნაბიჯს ახლა, “ქართული ოცნება” გააგრძელებს ძალადობრივ ქმედებებს.

""ქართული ოცნება" კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს. აშშ-ის მთავრობამ უნდა უპასუხოს ამას იმათი დასჯით, რომლებიც უდანაშაულო ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობრივ და სასტიკ ქმედებებს ჩადიან. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, “ქართული ოცნება” გააგრძელებს ძალადობრივი და სასტიკი ქმედებების კამპანიას იმ დონემდე, რაც ამ ქვეყანაში ათწლეულებია არ გვინახავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შს მინისტრის და ყველა სხვა ოფიციალურ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, იგივე გააკეთონ“, - განაცხადა ჯო უილსონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები