მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის ბოლო გამოსვლის შემდეგ, ორი ფაქტი გახდა აშკარა - გახარია

ექსპრემიერი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ოპოზიციაზე თავდასხმის პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

"ივანიშვილის ბოლო გამოსვლის შემდეგ ორი ფაქტი გახდა აშკარა: იგი ცდილობს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა შეცვალოს და ძალადობას მთავარ პოლიტიკურ იარაღად იყენებს. მიმდინარე ძალადობაზე, შანტაჟსა და დაშინებაზე პასუხისმგებლობა სრულად ივანიშვილს ეკისრება, რომელიც ცდილობს, ძალაუფლება ძალადობითა და კორუფციით შეინარჩუნოს.

უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა თავიდან ავირიდოთ შემდგომი რადიკალიზაცია. მოვუწოდებ საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ კანონის შესაბამისად მოიქცნენ და დაიცვან საქართველოს მოქალაქეები", - წერს გიორგი გახარია X-ზე.

“სწორ დროს სწორი სვლების გათვლა კარგად შემიძლია” - ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები