მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის მთავრობისთვის ხელის შეშლა ქვეყნის პუტინისთვის გადაცემაში, აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის - ზელენსკი

პრეზიდენტები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილთან პარიზში გამართული შეხვედრის შესახებ X-ზე წერს.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს დაუდასტურა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ.

მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის დასახმარებლად უკრაინა იმუშავებს პარტნიორებთან გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი.

ზელენსკის განცხადებით, ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის მთავრობისთვის ხელის შეშლა, ქვეყნის პუტინისთვის გადაცემაში, აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის

"გამოვუცხადე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის თავისი ღირსეული მომავლისთვის და და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის მთავრობისთვის ხელის შეშლა, ქვეყნის პუტინისთვის გადაცემაში, აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის.

რუსეთისთვის ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს - ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველას ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონში და მთელ ევროპაში.

დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უკრაინა იმუშავებს პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში",- წერს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები