მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილის ოჯახი, თურნავა, ბექაური, მაღლაფერიძე... - ევროპარლამენტის სასანქციო სია

ეკა

ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტს, სადაც დეპუტატები საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. პროექტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 63 და თავი შეიკავა 81-მა. რეზოლუციის მიხედვით, ასევე არ უნდა მოხდეს "ქართული ოცნების" აღიარება.

სასანქციო სიაში არიან:

  • ბიძინა ივანიშვილის მეუღლე - ეკატერინე ხვედელიძე;
  • შვილები: უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი;
  • ივანიშვილის ოჯახის წევრები - ალექსანდრე ივანიშვილი, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი;
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნათია თურნავა;
  • იმედის მფლობელი, ბიზნესმენი - ირაკლი რუხაძე;
  • ბიზნესმენი - ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი;
  • ბიზნესმენი - სულხან პაპაშვილი;
  • ბიზნესმენი - გიორგი კაპანაძე (რიჟა);
  • პარლამენტარები და ბიზნესმენები - ილია წულაია, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე;
  • ბიზნესმენი - თამაზ გაიაშვილი;
  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - კახა ბექაური;
  • სუსის ხელმძღვანელი - გრიგოლ ლილუაშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი - თინათინ ბერძენიშვილი;
  • საზმაუს ხელმძღვანელის მოადგილე - ვასილ მაღლაფერიძე;
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე;
  • მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე;
  • ივანიშვილთან დაახლოებული პირი, რომელიც სხვადასხვა სანქციების სიაში პროპაგანდისტადაა მოხსენიებული - ლაშა ნაცვლიშვილი.

ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას.

მათი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანას უკვე სანქცირებული ჰყავთ და ასევე არიან, სასანქციო სიებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები