მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ" - კონგრესმენი

ჯო უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებაზე, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაცია არ უნდა მიენიჭოს.

"მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილების გამო. ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!"- წერს კონგრესმენი.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენი ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვინც პია კაუმას თბილისში ვიზიტისგან თავი შეეკავებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები