მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილს, ღარიბაშვილს და ყაველაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდებათ

ვუდუ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია. ჯამში უფლებამოსილება ვადამდე ადრე ქართული ოცნების რვა დეპუტატს შეუწყდება.

ცნობისთვის, საპროცედურო კომიტეტმა უკვე იმსჯელა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის , დავით სონღულაშვილის, ანრი ოხანაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს ეცნობება, შემდეგ კი კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

პრესცენტრის ინფორმაციით, "ოცნების" პარლამენტი დღესვე ცნობს ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები