მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილთან მიმართებით Credit Suisse-ის ქმედებები სამართლიანი არ არის - დავითაშვილი

6303753dc0f31
BM.GE
22.08.22 16:15
770
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ Credit Suisse-ის გადაწყვეტილებები და ქმედებები ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ იყო სამართლიანი, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილებაც ცხადყოფს.

„რაც შეეხება Credit Suisse-ს, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება სასამართლომაც მიიღო. ამ შემთხვევაში ცალსახად გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინას ინტერესები იყო დაზარალებული.

ვფიქრობ, რომ ბანკის გადაწყვეტილებები [უსამართლოა] - როცა ხდება გარკვეული ფინანსური რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების შემოღება. ცალსახაა, რომ აქ გარკვეულ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს აქვს ადგილი. ეს არის აღქმების დონეზე, რასაც ბატონი კახი ამბობდა, რასაც განვიცდი და ვფიქრობ, რომ ბანკის მოქმედებები, საჯაროდაც ჩანს, რომ სამართლიანი ვერ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საგულისხმოა, რომ დავითაშვილის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ Credit Suisse-თან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბანკის ქმედებები ივანიშვილის წინააღმდეგ „რეკეტს“ ჰგავდა.

„რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყვეტილება იქნა მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს.

რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც!“, - განაცხადა კახა კალაძემ.


Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები