მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე მესამედ წარადგინა

კახა კალაძე

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე მესამედ წარადგინა. ცერემონიალი ამ წუთებში მთაწმინდის პარკში იმართება. ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

"ზედიზედ მესამედ წარვდგე თბილისის მერობის კანდიდატად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბიძინა ივანიშვილს. რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერობის კანდიდატი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები