ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ რისკები არასერიოზულია. ასე უპასუხა მან tv “პირველის” ჟურნალისტის რუსუდან დუმბაძის კითხვებს.
მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ მსგავს გადაწყვეტილებას “ქართულ ოცნებაში” გუნდურად იღებენ.
ჟურნალისტი: არის თუ არა საფრთხე, თანამდებობის დატოვება მოგიწიოთ?
ირაკლი კობახიძე : არასერიოზულია ეს ყველაფერი.
ჟურნალისტი: თქვენი აზრით, როდის მოვა თქვენი თანამდებობიდან წასვლის დრო?
ირაკლი კობახიძე: ღმერთმა უწყის…
ჟურნალისტი: მოსალოდნელი არ არის?
ირაკლი კობახიძე: მე არ ვიცი… თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ. ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას…
ჟურნალისტი: თქვენ წყვეტთ თუ ბიძინა ივანიშვილი [როდის მოგიწევთ თანამდებობის დატოვება]?
ირაკლი კობახიძე: ასეთ საკითხებს წყვეტს ხოლმე გუნდი… იყო შემთხვევა, როდესაც გიორგი გახარიამ გადაწყვიტა ასე, რადგან “მამას” უნდოდა ასე. დაავალეს და გადადგა, მაგრამ როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებებს “ქართული ოცნება” გუნდურად იღებს.
ცნობისთვის: ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრია 2024 წლის 8 თებერვლიდან.




























