ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა. ამის შესახებ ალან ბერსემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს შეეხებოდა.
„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ოთხშაბათს გვქონდა, რომელიც სხვა შეხვედრების მსგავსად იგივე საკითხებს შეეხებოდა - საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ბოლო თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და ვალდებულებები, რაც არსებობს და რეალობას და ასევე ყველა მხარის პასუხისმგებლობას, მათ შორის ევროპული მხარის, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე გააგრძელოს სიარული. ეს იყო ჩვენი საუბრის თემატიკა. გარკვეული კითხვის ნიშნები და პრობლემები რაც რეგიონში არსებობს, საქართველოშიც იგივეა. ეს არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანების უფლებების დაცვა და ბატონ ივანიშვილთან ამაზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ალან ბერსემ.