მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან 53 000 სტატუსიან პედაგოგს ხელფასი ეზრდება - სამინისტრო ნორმატიულ აქტებზე მუშაობას ასრულებს

განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, პირველი ივლისიდან საქართველოში ყველა სტატუსიან პედაგოგს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.

გიორგი ამილახვარმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ანგარიშით წარდგენისას განაცხადა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით ნორმატიულ აქტებზე მუშაობას ასრულებს და მალე გამოაქვეყნებს. სწორედ ამ დოკუმენტებში იქნება დეტალურად გაწერილი - რა პრინციპით გაეზრდებათ პედაგოგებს ხელფასები.

"დაანონსებული გვაქვს და ახლოვდება ის თარიღი, როდესაც მასწავლებელთა კორპუსისთვის ხელფასების უპრეცედენტო ზრდა მოხდება, რომელიც არა მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, არამედ პრაქტიკულად ასეთი დიდი ნახტომი არ მომხდარა. მასწავლებლების სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით 35%-ის გაიზარდა და 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, სტატუსების მიუხედავად მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

ბოლოსკენ არის ყველა საკანონმდებლო თუ ნორმატიული პროცედურები. სამინისტროში მიმდინარეობს გარკვეული ნორმატიული აქტების დამუშავება და უახლოეს მომავალში ეს პროცესი დასრულდება. პირველი ივლისიდან, როგორც ჩვენ დავპირდით, ყველა პედაგოგს, ხაზს ვუსვამთ ყველა სტატუსიან პედაგოგს, ვინც სისტემაში გვყავს და ასეთი 53 000 პედაგოგია, ხელფასი გაეზრდება. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ნორმატიული აქტები, სადაც ხელფასების მატების პრინციპები იქნება დაწერილი, თუმცა მატება საშუალოდ 500 ლარი იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები