მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან ისრაელში საქართველოს ელჩი ბექა დვალი იქნება - მას ირაკლი კობახიძე შეხვდა

ბექა დვალ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბექა დვალს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ თანამშრომლობას და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

"მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, მათ შორის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.

ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 2022 წლიდან ბექა დვალი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ავსტრალიის თანამეგობრობაში. 2012-2022 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. სხვადასხვა დროს იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები