მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისის მდგომარეობით, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა ₾2.5 მილიარდია

ბონდები

TBC Capital-ის დირექტორი ოთარ შარიქაძე ამბობს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკის ზომაა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის მოცულობა 2.5 მლრდ ლარია. აქედან თითქმის 1.6 მლრდ ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციებია, 740 მლნ ლარში დემონომინირებული, ხოლო 200 მლნ ლარი - ევროში.

"რაც შეეხება გამოწვევებს, ეკონომიკის ზომა მთავარი გამოწვევაა. ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია კითხულობს თუ რა უნდა გააკეთოს, რა ზომის უნდა იყოს და რას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ემისია შეძლოს. აქედან გამომდინარე, ინტერესი მართლა არსებობს ქართულ კომპანიებში. ყველა ხვდება, რომ კაპიტალის ბაზარზე გამოსვლით საკუთარი დაფინანსების წყაროს დივერსიფიკაციის საშუალება აქვთ და ეს მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ხელს ვუწყობთ და კონსულტაციებს ვუწევთ ხოლმე მსგავს კომპანიებს, რომ უფრო მზად შეხვდნენ მსგავს ტრანზაქციებს", - ამბობს შარიქაძე და ამატებს, რომ სექტორების კუთხით ავტოინდუსტრია აქტიურია და დიდი ზომის ემისიები აქვთ.

"მგონია, რომ ყველა სექტორს აქვს საშუალება ზომიდან გამომდინარე, რომ კაპიტალის ბაზარზე აქტიური მოთამაშე გახდეს", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები