თიბისი კაპიტალის აღდგენის დინამიკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, ივლისის პირველი კვირა უძრავი ქონების სექტორისთვის ახალი გაცემული იპოთეკური სესხებისა და თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ზრდით დაიხურა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 1-7 ივლისის პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით გაცემული ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა და ის 2021 წელთან შედარებით +8%-ს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა კი გასული წლის ანალოგიურ კვირასთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.




























