მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში 6 154 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3.2%-ით ჩამორჩება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
როგორც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი განმარტავს, ახალი საწარმოების რეგისტრაციის კლება, ძირითადად, განპირობებულია ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით.
ამასთან, საქსტატის თანახმადვე, გასულ თვეში 9.2%-ით გაიზარდა ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 16 მლრდ 57 მლნ ლარი შეადგინა.
ცნობისთვის: ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა, ხოლო 7 თვეში ზრდა 8%-ია.




























