მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა, შვიდ თვეში - 8%-ით

საქსტატი

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შესახებ ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 7 თვეში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა.

"2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება,
ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის
სექტორებში", - წერია საქსტატის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები