აშშ-ში სამუშაო ადგილების ზრდა მკვეთრად შემცირდა - ივლისში გადამხდელი სამუშაოების სექტორში დასაქმება მხოლოდ 73 000-ით გაიზარდა, ხოლო მაისისა და ივნისის მონაცემები მთლიანობაში 258 000-ით დაკორექტირდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის“ ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
განახლების ავტორები აღნიშნავენ, რომ დაქირავების სუსტი მაჩვენებელი და მწარმოებელი სექტორის კლებადი აქტივობა ეკონომიკის შენელებაზე მიუთითებს.
მათივე მონაცემებით. დასაქმების სამთვიანი საშუალო 380 000-დან 106 000-მდე დაეცა. უმუშევრობის დონე 4.2%-ზე შენარჩუნდა.
თიბისი ბანკის „ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, დასაქმების მოულოდნელი ვარდნა FED-ის ფრთხილი მიდგომას ეჭვქვეშ აყენებს და ამყარებს არგუმენტს, რომ მონეტარული პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა შემსუბუქდეს.
„FED-ის თავმჯდომარე პაუელი ჯერჯერობით არ ითვალისწინებს ტრამპის მოწოდებებს განაკვეთის შემცირების შესახებ, თუმცა დასაქმების სუსტმა მონაცემებმა, სავაჭრო ტარიფების გარშემო გაურკვევლობამ და შრომის უცხოელი მუშახელის შემცირებამ შესაძლოა ფედერალური კომიტეტის პოზიცია უფრო დამთმობი გახადოს. სახაზინო ობლიგაციების ბაზრის ქცევა მიუთითებს, რომ ინვესტორები ელიან FED-ის მხრიდან მკვეთრ პოლიტიკურ რეაგირებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომავალი მონაცემები მომხმარებლის მოთხოვნის შენელებას და საწარმოო სექტორის სუსტ მდგომარეობას დაადასტურებს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.




























