მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში ბანკების მთლიანი აქტივები 1.05 მლრდ ლარით, 1.87%-ით გაიზარდა

612749b19f613
BM.GE
26.08.21 12:05
718
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.05 მლრდ ლარით, ანუ 1.87 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.90 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი აგვისტოსათვის 57.03 მლრდ ლარი შეადგინა.

ამასთან, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.35 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები