მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 2.6 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა

მილსადენი

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 2.6 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა. წინა თვეშიც ზუსტად ამ დატვირთვით იმუშავა ნავთობსადენმა.

ივლისში დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი [ბაქო-სუფსის მილსადენი] კვლავ გაჩერებული იყო.

მიმდინარე წლის შვიდ თვეში კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და ბაქო-სუფსის მილსადენებით ჯამში 17.7 მლნ ტონა მოცულობის ნავთობი იქნა გადაზიდული. ბაქო–სუფსას ნავთობსადენი 2023 წელს მხოლოდ თებერვალში იყო ფუნქციური და 100 ათასი ტონა ნავთობი იქნა გადაზიდული. მილსადენის ოპერატორ BP-ში აცხადებენ, რომ ის მხოლოდ კონტრაქტების არსებობის პირობებში იმუშავებს.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. 1768 კილომეტრის სიგრძის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის მართვაზე პასუხისმგებელი, საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს გატარებული ნავთობის მოცულობის შესახებ სტატისტიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები