ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანიის სახელმწიფო ორგანიზაციის (SOMO) ინფორმაციით, ერაყის ნავთობის ექსპორტის საშუალო დღიური მოცულობა ივლისში წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, 2.918 მილიონ ბარელამდე დღეში.
ივნისის ბოლოს ერაყიდან ნავთობის მიწოდების საშუალო დღიურმა მოცულობამ დღეში 2,892 მილიონი ბარელი შეადგინა.
შედეგად, ერაყიდან ივლისში ექსპორტირებულ იქნა 90,468 მილიონი ბარელი ნავთობი, ხოლო ივნისში - 86,766 მილიონი ბარელი.
ერაყმა ნავთობის ექსპორტიდან ივლისში 6.476 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
წყარო: oilnews.ge