ყაზახური ბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ივლისში ქუთაისიდან ფრენების სიხშირეს გაზრდის. კომპანიის ინფორმაციით, პირველიდან 31 ივლისის ჩათვლით ავიაკომპანია ქუთაისიდან ყაზახეთის ხუთ ქალაქში იფრენს.
ეს ქალაქებია:
- ატირაუდან – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა;
- აქთაუდან – ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი;
- შიმკენტიდან – ორშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი
- ასტანადან – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა;
ალმატის მიმართულებით ფრენების სიხშირე არ იზრდება და კვლავაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება ფრენა. კერძოდ, ივლისში ალმატის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ოთხშაბათობით, პარასკევობითა და შაბათობით შესრულდება.
FlyArystan პირველი ყაზახური ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს AIR ASTANA-მ დააფუძნა. ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით დაფრინავს.




























