ივლისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 1.8%-ით შემცირდა და 298.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
შემცირება ყველაზე მასშტაბური 38.7% რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხულ თანხაზე მოდის, რაც სავარაუდოდ, მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს.
რაც შეეხება ზრდას, ყველაზე მეტად, გადმორიცხვები 133.7%-ით ყირგიზეთიდან გაიზარდა.
სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან 2024 წლის ივლისში ჯამში 128.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 9.3%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდზე და მთლიანი ჩარიცხვების 43%-ია.
ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივნისში. TOP-10 ქვეყანა:
- აშშ - $50.3 მლნ ( ზრდა 24.5%);
- რუსეთი - $45.4 მლნ (კლება 38.7%);
- იტალია - $48.8 მლნ (ზრდა 6.5%);
- გერმანია - $24.7 მლნ (ზრდა 18%);
- საბერძნეთი - $23.1 მლნ (ზრდა 5.8%);
- ისრაელი - $21.6 მლნ (ზრდა 22.1%);
- ყაზახეთი - $10.5 მლნ (კლება 35.9%);
- თურქეთი - $9.1 მლნ (ზრდა 2.7%);
- ყირგიზეთი - $7.8 მლნ (ზრდა 133.7%);
- ესპანეთი - 7.04 მლნ ( ზრდა 17.6%).