ივლისში ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 5 667 144 ერთეული ოპერაცია შესრულდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეს ქართული ბარათებით საზღვარგარეთ სულ 859.8 მილიონი ლარის მოცულობის ოპერაციები შესრულდა.
გასულ თვეში უცხოეთში ქართული ბარათებით ოპერაციების უდიდესი წილი - 792 მლნ ლარი პოს-ტერმინალებით, იმპრინტერებით და ინტერნეტით განხორციელებულ შესყიდვებზე მოდიოდა.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით განხორციელებულ ოპერაციებს, ივლისში საქართველოში ქართული ბარათებით სულ 89 001 924 ოპერაცია განხორციელდა, რომელთა მოცულობამაც 6.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში ოპერაციების უდიდესი წილი - 3.9 მლრდ ლარი ბანკომატებზე მოდიოდა, ხოლო 2.8 მლრდ ლარი - პოს-ტერმინალებით, იმპრინტერებით და ინტერნეტით განხორციელებულ შესყიდვებზე.