მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში, რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით შემცირდა - TOP-10 საექსპორტო ბაზარი

ექსპორტი

7 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15.9%-ით გაიზარდა.

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ საზღვარგარეთ 174.7 მლნ აშშ დოლარის 60,388 ტონა ღვინო გაყიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში კი, 150.4 მლნ აშშ დოლარის 51,924 ტონა ღვინო.

ტრადიციულად მთავარ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში 1-ელი მაისიდან, იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის ღვინოზე აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ 3 თვეში ექსპორტი თანხობრივად 53.2%-ით შემცირდა,ოდენობაში კი, 56.3%-ით. უფრო კონკრეტულად, გასული წლის მაისში, ივნისსა და ივლისში, საქართველომ ჩრდილოეთში 46.8 მლნ აშშ დოლარის 17,456 ტონა ღვინო გაყიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში კი, 21.8 მლნ აშშ დოლარის 7,610 ტონა ღვინო.

ოფიციალური მონაცემებით, ივლისში, რუსეთში ღვინის ექსპორტმა 3,829 ტონა 10.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელზე რაოდენობრივად 41.2%-ით ნაკლებია. ხოლო თანხაში, შემცირებამ 40.6% შეადგინა. თუმცა, 7 თვის ჭრილში, გადასახადის ზრდამდე არსებული ტენდენციის ხარჯზე რუსეთში ღვინის ექსპორტი გასული წლის მაჩვენებელს აღემატება.

2024 წლის იანვარ-ივლისის სტატისტიკის მიხედვით, ყურძნის ნატურალური ღვინოების TOP-10 საექსპორტო ბაზარი ასეთია:

  1. რუსეთი - $121.4 მლნ-ს 44,655 ტონა;
  2. პოლონეთი - $9.05 მლნ-ს 3,683 ტონა;
  3. უკრაინა - $6.8 მლნ-ს 2,442 ტონა;
  4. ყაზახეთი - $6.4 მლნ-ს 1,940 ტონა;
  5. ჩინეთი - $4.8 მლნ-ს 1,380 ტონა;
  6. ბელარუსი - $4.2 მლნ-ს 1,525 ტონა;
  7. აშშ - $4.2 მლნ-ს 710 ტონა;
  8. გერმანია - $3.5 მლნ-ს 799 ტონა;
  9. ლატვია - $2.3 მლნ-ს 606 ტონა;
  10. ლიეტუვა - $1.3 მლნ-ს 375 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები