მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში საარსებო მინიმუმი 249.8 ლარი იყო

ფული

2023 წლის ივლისში საქართველოში საარსებო მინიმუმი 249.8 ლარი იყო, რაც ივნისთან შედარებით (254.5 ლარი) 4.7 ლარით ნაკლებია. ივლისის განახლებული მონაცემები საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა. წლიურ ჭრილში საარსებო მინიმუმი 4.5 ლარითაა გაზრდილი.

ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის დონესთანაა დაკავშირებული, ინფლაციის მატებასთან ერთად აღნიშნული ინდექსიც იზრდება. 2023 წლის ივლისში კი წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები