2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 1.1%-ით შემცირდა და 1,525 გიგავატ საათი შეადგინა - ამის შესახებ ენერგეტიკული ბაზრის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაში არის საუბარი.
ანგარიშის თანახმად, ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 13.6%-ით. კერძოდ, საცალო სექტორის მოხმარების წლიურმა ზრდამ 12,9% შეადგინა, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ზრდა 21,8%-ია. ამასთან, აფხაზეთის მოხმარება ივლისში წლიურად 4,3%-ით გაიზარდა.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.71 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა. ამასთან მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საექსპორტო სალდომ 228 გვტ სთა ელექტროენერგია შეადგინა რაც წლიურად 42,5%-იანი კლებაა. ძირითად საექსპორტო ბაზარს კვლავ თურქეთი წარმოადგენს.




























