მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივლისში, სასტუმროები ივნისთან შედარებით გაძვირდა - ყველაზე მაღალი ზრდა გურიაში დაფიქსირდა

სასტუმრო

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში საქართველოს სასტუმროების ფასები წინა თვესთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა. თვიურ ჭრილში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა გურიაში (23%), აჭარასა (11%) და თბილისში (6%).

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ივლისში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.3%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 6.8%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, 2025 წლის ივლისში სასტუმროს ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა 2024 წლის ივლისთან შედარებით.

ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის სასტუმროს საშუალო ფასი ასე გამოიყურება: საოჯახო ტიპის სასტუმრო - 116 ლარი; 3-ვარსკვლავიან სასტუმრო - 171 ლარი, 4-ვარსკვლავიან სასტუმრო - 254 ლარი. რაც შეეხება ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, ივლისში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 517 ლარი იყო. ყველაზე მაღალი საშუალო ფასი დაფიქსირდა გურიაში (674 ლარი), კახეთსა (594 ლარი) და აჭარაში (540 ლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები