მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 4 486 გარიგება შედგა/როგორია უცხოელთა წილი?

უძრავი ქონება

ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზარზე 4,486 ერთეული ტრანზაქცია შედგა, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია. ბაზრის ზომამ კი 36.7%-ით, 393 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.

ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 29.8%-ით არის გაზრდილი. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (30.5%), ისე მეორეულ ბაზრებზე (28.9%).

Colliers Georgia-ს შეფასებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ასახავს გაზრდილ მიწოდებას, ხოლო ზრდის 44% სამგორის უბანზე მოდის. ტრანზაქციების რაოდენობა 1.6%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც.

"თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის ივლისში მხოლოდ 12% იყო", - ნათქვამია ახალ ანგარიშში.

ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.7% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.5%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები