მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში, თბილისში ძველი და ახალაშენებული ბინები გაძვირდა - Colliers Georgia

კორპუსები

ივლისში თბილისში 3,597 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 10%-ით, 242 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ივლისთან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით არის შემცირებული.

ამასთან, ივლისში როგორც ძველი ასევე ახალაშენებული ბინები გაძვირდა.

„ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები