ივლისში, თურქეთში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიურად მკვეთრად შემცირდა და 33.52%-ზე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე გაცილებით უარყოფითი მოლოდინები იყო. ივლისში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ცნობისთვის, ივნისის თვეში ინფლაცია 35.05%-ს შეადგენდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ წლიურ ჭრილში ინფლაცია იკლებს, ყოველთვიური (ივნისი/ივლისი) მაჩვენებელი 2.06%-იან ზრდას აფიქსირებს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო ანუ რეფინანსირების განაკვეთი რამდენჯერმე შეამცირა და დღეისთვის ის 43%-ზეა. ეკონომისტები და ექსპერტები მოელიან, რომ დეკემბრის ბოლომდე ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 29.75%-მდე შემცირდება. თურქეთის ცენტრალური ბანკში კი ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ინფლაცია 24%-მდე ჩამოვა.




























