მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა

2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,435 შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს და 18%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში წერია, გასული ორი თვის განმავლობაში ტრანზაქციების რაოდენობის მიყოლებით კლების შემდეგ, ივლისის თვეში გაყიდული ბინების რაოდენობამ 2024 წლის მიმდინარე პერიოდში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სავარაუდოდ, ეს ზრდა წინა თვეებში გადავადებული მოთხოვნითაა განპირობებული.

ივლისში გასაყიდი ფასი $1,207-ს გაუტოლდა, რაც წლიურად 3.3%-იან, ხოლო თვიურად 2.5%-იან ზრდას წარმოადგენს. ბაზრის მოცულობამ ივლისის თვეში $268 მილიონი შეადგინა და წლიურ ჭრილში 5%-იან ზრდას ნიშნავს.

სტუმარი: სალომე დეისაძე - “თიბისი კაპიტალის" უფროსი ასოცირებული მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები