მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისიდან გერმანიაში ვაქცინაციას ნებისმიერი ასაკის მოქალაქე შეძლებს - მერკელი

6087f37bd14cd
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.21 17:21
693
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად პრიორიტეტული ჯგუფების გამოყოფა მალე დასრულდება და ივნისიდან ვაქცინაცია ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ Deutche Well წერს.

გამოცემის მიხედვით, ანგელა მერკელის განცხადებით, პრიორიტეტული ჯგუფების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ყველასთვის ერთდროულად გახდება ხელმისაწვდომი.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დაუყოვნებლივ აიცრება, მაგრამ ყველას შეეძლება რეგისტრაცია და ვაქცინას მიწოდების შესაბამისად მიიღებენ“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის თქმითვე, ქვეყნის მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად ექნებათ ჩატარებული.

Robert Koch Institute-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მერკელმა თქვა, რომ სრულად აცრილი ადამიანები და ისინი, ვინც გამოჯანმრთელდნენ, შესაბამის ინფექციურ საშიშროებას აღარ წარმოადგენენ. 

გამოცემა წერს, რომ გერმანიაში ვაქცინაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს და დღეში, დაახლოებით, 500,000-700,000 დოზა ვაქცინის მიწოდება ხდება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 23%-მა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო, დაახლოებით, 7%-მა - ვაქცინის 2 დოზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები