ივნისის პირველ ნახევარში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა კი გაუმჯობესდა - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ აღდგენის ყოველკვირეულ დინამიკაში წერია.
განახლებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1-13 ივნისის პერიოდში, თიბისის არხების საშუალებით გაცემული ახალი იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა და 2021 წელთან შედარებით +5% შეადგინა.
1-9 ივნისის პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა კი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა და +21%-ს უტოლდება.




























