ამერიკის შეერთებული შტატების დასაქმების დეპარტამენტმა ივნისის თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში 147,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები ამ მაჩვენებლის ზრდას 110,000-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ. დეპარტამენტის მონაცემებით, არ გაუარესებულა უმუშევრობის სტატისტიკა.
სამუშაო ადგილების მატების ფონზე, ეკონომისტები არ აქვთ მოლოდინი, რომ ფედერალური რეზერვი ამ თვეში საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.




























