მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ჩინური მაგნიტის ექსპორტი აშშ-ში გაიზარდა

მაგნიტი
BM. GE
21.07.25 15:54
234

ივნისში მოთხოვნადი ჩინური იშვიათი მეტალის - მაგნიტის ექსპორტი შტატებში 660%-ით გაიზარდა და 353 კუბური ტონა შეადგინა. ამ მასშტაბის მკვეთრი ზრდა ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ახალ სავაჭრო შეთანხმებასთანაა დაკავშირებული.

გასულ თვე ჩინური მაგნიტისთვის გლობალურადაც მოგებიანი იყო. კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე 3,188 კუბური ტონა იშვიათი მეტალი გავიდა. მაისის თვესთან შედარებით მატებამ 157.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წიაღისეულის ექსპორტისთვის საჭირო ლიცენზიებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მაგნიტის მიწოდება მთელ მსოფლიოში გაართულა. დანაკლისმა ავტოინდუსტრიაზეც უარყოფითად იმოქმედა.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა 22,319 ტონა იშვიათი მეტალი გაიტანა მსოფლიო ბაზარზე, რაც გასულ წელთა შედარებით 18.9%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები