მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში დიზელის გაიაფება დაიწყო - რა ფასად იყიდით საწვავს გასამართ სადგურებზე?

საწვავი

მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, ივნისში საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა, ივნისის განმავლობაში დიზელის საწვავზე ფასები 10-30 თეთრით შეამცირეს.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში ბოლოს საწვავის ფასი 26 ივნისს შეიცვალა და დიზელი 12 თეთრით გაიაფდა. თუმცა "გალფმა" ამ ტიპის საწვავის ფასის შემცირება მაისის ბოლოდან დაიწყო და 18 თეთრით გააიაფა, შესაბამისად მაისის შემდეგ ბრენდის გასამართ სადგურებში დიზელის ფასი 30 თეთრით შემცირდა. აღსანიშნია ისიც, რომ კომპანიამ 22 მაისს ფასები ბენზინზე დასწია. ეს იყო პირველი შემცირება 3-თვიანი მატების შემდეგ. კლება 2 თეთრი იყო.

შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾4.17, კლება - 2 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾3.77, კლება - 2 თეთრი;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.63, კლება - 2 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.61, კლება - 2 თეთრი;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾4.07, კლება - 30 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.97, კლება - 30 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 19 ივნისს შეიცვალა. ამ შემთხვევაშიც ცვლილება მხოლოდ დიზელს შეეხო და 10 თეთრით გაიაფდა.

დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • ეკო სუპერი - ₾4.18;
  • ეკო პრემიუმი - ₾3.78;
  • ეკო დიზელი - ₾4.39;
  • ევრო დიზელი - ₾4.24; კლება - 10 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.63;
  • დიზელ ენერჯი - ₾4.19; კლება - 10 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში დიზელი 23 ივნისს 19-20 თეთრით გაიაფდა. დღეს, ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾4.15;
  • ნანო პრემიუმი - ₾3.75;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.60;
  • ევრო 5 დიზელი - ₾4.05; კლება - 20 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.15; კლება - 19 თეთრი;

Connect-ის ქსელში დიზელი 28 ივნისს 10 თეთრით გაიაფდა. თუმცა პირველად შემცირება 18 ივნისს ევროდიზელის საწვავზე დაფიქსირდა და 10 თეთრი იყო. ჯამში ივნისში ამ ტიპის საწვავი 20 თეთრით გაიაფდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

  • სუპერი - ₾3.90;
  • პრემიუმი - ₾3.60,
  • რეგულარი - ₾3.40,
  • ევრო დიზელი - ₾3.95, კლება - 20 თეთრი;
  • დიზელი - ₾3.70, კლება - 10 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა თვის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც მნიშვნელოვნად გაძვირდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾4.22;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.78;
  • ევრო რეგულარი - ₾3.39; კლება - 20 თეთრი;
  • Efix ევრო დიზელი - ₾4.21; კლება - 11 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.12; კლება - 15 თეთრი;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Super ecto – ₾4.13;
  • Premium Avangard - ₾3.68;
  • Euro Regular - ₾3.53;
  • Euro Diesel - ₾4.12;

ირან-აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ნავთობზე ფასი კვლავ მცირდება. Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი 72 დოლარამდე შემცირდა, რაც 24%-იანი კლებაა წინა თვესთან შედარებით. ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 70 დოლარამდეა შემცირებული, ასევე 24%-ით ნაკლები წინა თვესთან შედარებით. თვიურ ჭრილში 35%-იანი კლება ფიქსირდება რუსულ ურალსზე და 57 დოლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები