მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 43%-ით გაიზარდა

64a3fe4ea85f4
მარიამ ვარადაშვილი
05.07.23 00:05
677

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ივნისში ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა ნორვეგიაში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 43.1%-ით გაიზარდა, რაც ნორვეგიაში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია. თვიურ ჭრილში ზრდის მიუხედავად, 2023 წლის დასაწყისიდან ბუნებრივი აირის ფასი 42.6%-ით არის შემცირებული. ეს უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას. დღეის მდგომარეობით ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მეგავატ-საათზე 34.13 ევროს შეადგენს.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოში 259 მლნ დოლარი, წლიური ზრდა კი 20.5%-ს შეადგენს. გასულ წელს ქვეყანამ ბუნებრივი აირის იმპორტში 438 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც 2021 წელთან შედარებით 36%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მაისში 77.4 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, წლიური ზრდა 136%-ს შეადგენს. რუსეთისგან განსხვავებით შემცირებულია აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ თითქმის 182 მლნ დოლარის მოცულობის გაზი იყიდა, გასულ წელთან შედარებით 0.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება ნავთობს, ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით გაიზარდა. Galt & Taggart-ის თანახმად, ივნისის შუა რიცხვებში ფასების შედარებით მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო აზიის რეგიონში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვით. 2023 წლის აპრილში ფასი OPEC+-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო გაიზარდა, თუმცა სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე. დღეის მდგომარეობით, ნავთობის [brent] ფასი 75.5 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები