მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ყალბი ბარათები

2026 წლის ივნისში ფულად-საკრედიტო სისტემის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო.

პროკურატურის სტატისტიკის მიხედვით, ამ მიმართულებით ყველაზე მეტი შემთხვევა ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათების დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას უკავშირდება - აღნიშნულ ფაქტებზე დევნა 16 პირის მიმართ დაიწყო.

გარდა ამისა, ივნისში დაფიქსირდა კრედიტის უკანონოდ მიღების 2 შემთხვევა, ხოლო ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება - გასაღების ერთი შემთხვევა.

ამავე პერიოდში სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე დევნა მხოლოდ 2 პირის მიმართ დაიწყო - მათგან ერთი კომერციულ მოსყიდვას, ხოლო მეორე გულგრილობას შეეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები