PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივნისში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი წინა თვესთან მაისთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, ფასებმა 2025 წლის ივნისთან შედარებით 8.4%-ით მოიმატა.
ფასების ზრდა რეგიონების მიხედვით:
- თვიური ზრდა: წინა თვესთან შედარებით ფასების ყველაზე დიდი ზრდა გურიაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში დაფიქსირდა;
- წლიური ზრდა: წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ყველაზე მაღალი ზრდით თბილისი, რაჭა და კახეთი გამოირჩეოდა;
- სასტუმროების ტიპები: წინა თვესთან შედარებით, 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 3.3%-ით. წლიურ ჭრილში კი საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9.0%-ით გაიზარდა, მაშინ როცა 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ინდექსმა 7.9%-ით იმატა.
ოთახის საშუალო ფასები საქართველოში:
- საოჯახო ტიპის სასტუმროები: 128 ლარი;
- 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები: 191 ლარი;
- 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები: 295 ლარი;
- 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები: 494 ლარი;
5-ვარსკვლავიანი სასტუმროების კატეგორიაში ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში (713 ლარი), თბილისსა (670 ლარი) და კახეთში (610 ლარი).




























