მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევები 262%-მდე გაიზარდა - როგორია სტატისტიკა?

უკანონო საქმიანობა

2026 წლის ივნისში სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 47 პირის მიმართ დაიწყო, რაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 13 შემთხვევას, 261.5%-ით ზრდას გულისხმობს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ კატეგორიაში ყველაზე გავრცელებული დანაშაული უკანონო სამეწარმეო საქმიანობა იყო - შესაბამის მუხლზე დევნა 35 პირის მიმართ დაიწყო.

ეკონომიკური დანაშაულების ამავე ჯგუფში მეორე ადგილზეა აქციზური მარკირების წესების დარღვევა. კერძოდ, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვის, რეალიზაციის ან გადაზიდვის ფაქტებზე ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა 28 პირის მიმართ დაიწყო.

სტატისტიკის მიხედვით, ივნისში ასევე გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის 2 შემთხვევა, ასევე სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების 2 შემთხვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები