მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იყო შემთხვევები, როცა ინფიცირებული ხმამაღლა საუბრობდა/მღეროდა და ვირუსის გადადება მოხდა“

5f9825c4e8cb1
ინგა მურუსიძე
27.10.20 18:00
729
"კორონავირუსის გადადება ხშირად ხდება სიმღერის ან ხმამაღალი საუბრის დროს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა facebook-პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზახაშვილი მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ ადამიანები და დაიცვან რეკომენდაციები განსაკუთრებით ისეთ სივრცეებში, სადაც მღერიან ან ხმამაღლა საუბრობენ.

„დახურულ სივრცეებში კორონავირუსის გავრცელება უფრო იოლად ხდება, ასევე, ახლოს მყოფ ადამიანებში - არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტაძარში, სახლში, თუ სხვაგან. აუცილებელია, სივრცეების ვენტილაცია. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ინფიცირებული ადამიანი ხმამაღლა საუბრობდა ან მღეროდა და მოხდა ვირუსის გადადება. უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს და არ უნდა მოვხვდეთ ასეთ არეალში. თუ ადამიანი მღერის, დავიცვათ მისგან დისტანცია და გავიკეთოთ პირბადე“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები