მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იზრდება ბრიტანული ინვესტიციები, თანამშრომლობა ფართოვდება მნიშვნელოვან სექტორებში - ბრიტანეთის საელჩო

343

საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ სხვადასხვა სექტორის წამყვან ბიზნეს ლიდერებს უმასპინძლა.

როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარტნიორობის სიმტკიცე.

"ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა უკვე დაახლოებით 500 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, იზრდება ბრიტანული ინვესტიციები, ხოლო თანამშრომლობა ფართოვდება ფინანსების, ფინტექის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვან სექტორებში.

ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრეთ სამომავლო შესაძლებლობებზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) დაგეგმილი ვიზიტის შესახებ საქართველოში, კაპიტალის ბაზრებსა და დაფინანსების მიმართულებებზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ წამყვან ბიზნეს და ინოვაციის ღონისძიებებში მონაწილეობაზე, მათ შორის London Tech Week-ზე.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის და ველით მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ბიზნესურთიერთობების გაძლიერების მიზნით",- აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორია ეკონომიკური კავშირი საქართველოსა და ბრიტანეთს შორის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები