მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკიდანაც ევაკუირებულია ყველა პაციენტი - განცხადება

ჯაფარიძე/ქევანიშვილი

ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკიდანაც ევაკუირებულია ყველა პაციენტი. ამის შესახებ განცხადებას კლინიკა ავრცელებს.

"მეგობრებო, მოგახსენებთ რომ, ჩვენი კლინიკიდანუსაფრთხოების მიზნით ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია. ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა კვლავ რჩება დაკვამლიანება. დღეს მიღება არ გვექნება. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, იქვე მდებარე კლინიკა „ჰელსიკორიდანაც" 100-მდე პაციენტი სამ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, თბილისში, ე.წ. ბორჯომის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

ხანძრის გამო, ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, დამწვარია, დაახლოებით 15 000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები