ბრიტანული ავტომწარმოებლის, Jaguar-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადრიან მარდელი მიმდინარე წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.
მარდელი Jaguar Land Rover-ის (JLR) რიგებს 35 წლის წინ შეუერთდა, აღმასრულებელი დირექტორის პოსტი კი 3 წლის წინ დაიკავა. როგორც ცნობილია, მისი წასვლა უკავშირდება ბოლო პერიოდში მიმდინარე რებრენდინგის კამპანიას და მას მოყოლილ მწვავე საზოგადოებრივ რეაქციას, სადაც ხმამაღალი განცხადების, ღია ფერების გამოყენებისა და არაორდინალური დიზაინის საშუალებით კომპანია ახალი, სრულიად ელექტრო მომავლის დადგომას მოასწავებდა. აღნიშნულმა კამპანიამ დიდი ყურადღება დაიმსახურა - 47 მილიონი ნახვა 24 საათში, ისევე როგორც კომენტარები ულტრა-მემარჯვენე ბრიტანელი პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ “იაგურმა” თავისი ტრადიციული და ბრიტანული სახე დაკარგა. მალე ამ სენტიმენტებს ილონ მასკიც შეუერთდა.
აღნიშნულმა მოვლენებმა მარდელის მოღვაწეობის დადებითი ასპექტები გადაფარა. კერძოდ, მარდელის ლიდერობით JLR-ის ვალი შემცირდა და მისმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებს მიაღწია.




























