მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზის მომსახურება გაფართოვდება

61e3ba9e93087
BM.GE
16.01.22 10:24
551
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“ და სამინისტროს ცხელი ხაზის 15 05-ის მუშაობას გაეცნო.

უწყების ხელმძღვანელმა პანდემიის პირობებში პლატფორმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში „ცენტრალური ონლაინ კლინიკისა“ და სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად და ოპერატიულად მიიღონ.

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ გადამზადებული ექიმები, უმცროსი ექიმები და სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების მონიტორინგს და მეთვალყურეობას დისტანციურად ახორციელებენ, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფენ.

„ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ შენობაში განთავსებისთვის და პანდემიის პირობებში გაწეული თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა სეუ-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები