მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდკლინიკებს ამოწმებს - როგორ მიმდინარეობს პროცესი?

625588b839b9b
მარიამ ვარადაშვილი
12.04.22 21:22
1486
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდკლინიკებს ამოწმებს. როგორც მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, ფინანსური დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ეს კლინიკები დაჯარიმდებიან.

“ფინანსურ ნაწილთან ერთად, კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხითაც აქტიურად ვამოწმებთ. მათ გონივრული ვადა ეძლევათ პრობლემების გამოსასწორებლად და 2-3 კვირიან პერიოდში განმეორებით მოწმდებიან; თუ იგივე პრობლემა დაფიქსირდა, სხვადასხვა სანქციას ვიყენებთ”, - განაცხადა მინისტრმა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი ამბობს, რომ მათი კლინიკა სრულად კოვიდპაციენტების მომსახურებაზე არ ყოფილა ორიენტირებული და "ჰიბრიდული მეთოდით" მუშაობდა, თუმცა აღნიშნავს, რომ კოვიდკლინიკების შემოწმება პერიოდულად მიმდინარეობდა.

“რამდენადაც ვიცით სამედიცინო ბარათების შემოწმება ხდება. ბარათები პანდემიამდეც მოწმდებოდა და ეს სიახლე არ არის. შემოწმების მეორე ნაწილი დაფინანსებას უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურების დიდი წილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მოწმდება თუ რამდენად ადეკვატურად იხარჯება ეს თანხა. ამ პროცესში და კოვიდკლინიკების შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ასე ხდება რომ ამოწმებენ იყო თუ არა დანიშნული ის, რაც კალკულაციაში აისახა, რამდენად ადეკვატური რაოდენობა იყო და ა.შ”, - აცხადებს მახარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები