მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო VS ფარმაცევტული სექტორი - სადავო კანონპროექტი პარლამენტშია

BM.GE
14.06.23 12:21
151
კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს, საკმაოდ ხმაურიანი განხილვების შემდეგ კენჭისყრიდან ჩაიხსნა, პარლამენტის დღის წესრიგს 3 წლის შემდეგ დაუბრუნდა. 

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონპროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ენიჭება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ნებისმიერ დროს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესვლის უფლებამოსილება. იზრდება საჯარიმო სანქციებიც, რაც დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება.

ამჯერად, სააგენტოს სასამართლოს ნებართვის გარეშე არამხოლოდ კლინიკების, არამედ ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების უფლებაც ექნება. სამინისტროს მესვეურებმა განმარტეს, რომ საქმე ეხება რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებული შემოწმების შესაძლებლობას კომპანიების წინასწარი გაფრთხილების გარეშე. როგორც 2020 წელს, ამჯერადაც ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, თუმცა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა სტანდარტული წესით გაგრძელდება. 

როგორც კლინიკები, ისე ფარმაცევტული კომპანიები არ ეთანხმებიან რეგულირების სააგენტოსთვის სასამართლო სისტემის უგულებელყოფის გზით უფლებამოსილების გაზრდას. სექტორს მიაჩნია, რომ მეწარმე დარჩება მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს პირისპირ და დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის კეთილსინდისიერებასა და კეთილგანწყობაზე. 

სტუმარი: ილონა კოკიაშვილი - "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი.
 





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები